Businessinsider.ge: “საქართველოს სამორინეთა ასოციაციამ” შეხვედრა გამართა

15 September 2025

„საქართველოს სამორინეთა ასოციაციამ“ საერთო კრება გამართა, რომელშიც თავად ამ ასოციაციის წევრები, ბიზნეს ასოციაციის და Galt & Taggart-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კრების მიზანი იყო ფიზიკური სამორინე სექტორის კონტრიბუცია ქვეყნის ტურისმის განვითარებაში და სამომავლო ინიციატივების განსაზღვრა, რათა სამორინე ბიზნესის როლი სრულად იქნეს აღიარებული როგორც ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ასოციაციის ძირითადი მიზნები და ინიციატივები:

- სამორინე ბიზნესის აღიარება ტურიზმის შემადგენელ ნაწილად.
- სექტორის სრულფასოვანი ინტეგრაცია ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში.
- გონივრული და პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს შექმნა.
- ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის სტიმულირება.

სამორინე ბიზნესის წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში

დღეს საქართველოში მოქმედ სამორინე სასტუმრო კომპლექსებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკის განვითარებაში.
- უცხოელი სტუმრების წილი თბილისში – 90%, ხოლო ბათუმში – 96%.
- სასტუმროებისა და კვების ობიექტების ხარჯი ყოველწლიურად შეადგენს დაახლოებით 200 მილიონ ლარს.
- ავიაბილეთებისა და სატრანსპორტო ხარჯები – 42 მილიონ ლარს.
- საქართველოს საზღვრებს გარეთ პიარზე დახარჯული თანხა – 12 მილიონ ლარს.
- სექტორში დასაქმებულია 8,000-მდე ადამიანი.
- წლიურად გადახდილი საშემოსავლო გადასახადი აღემატება 78 მილიონ ლარს.

სახელმწიფოსთან თანამშრომლობა

ასოციაცია ხაზს უსვამს სახელმწიფოს მხრიდან უფრო მოქნილი და გრძელვადიანი პოლიტიკის მნიშვნელობას:
- ლიცენზიების ვადის გახანგრძლივება 15 წლამდე და გაცემის კრიტერიუმების გადახედვა.
- საგადასახადო გარემოს პროგნოზირებადობის უზრუნველყოფა.
- სათამაშო აპარაკების დროებითი განბაჟების რეჟიმის დაბრუნება.
- ფიზიკური სამორინეების სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინება ონლაინ სექტორისგან განცალკევებით.

მომავალი ნაბიჯები

საქართველოს სამორინეთა ასოციაცია გეგმავს მჭიდრო თანამშრომლობას როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს საერთაშორისო კონკურენციის (კვიპროსი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ევროპის ქვეყნები) პირობებში საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

საქართველოს სამორინეთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, რომ აქტიურად ითანამშრომლოს ყველა მხარესთან და შექმნას სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემო, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებას.

Aliud Unitas Georgia LTD. Copyright 2025. All rights reserved.