BM.GE: ბათუმში პოკერის საერთაშორისო ტურნირი EAPT Batumi 2025 გაიმართება

01 October 2025

2025 წლის 30 სექტემბრიდან - 08 ოქტომბრის ჩათვლით, ECLIPSE ENTERTAINMENT ჯგუფი ბათუმში EAPT Batumi 2025-ს უმასპინძლებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო პოკერის ტურნირის საპრიზო ფონდი 800 ათასი დოლარი იქნება. ეს რიგით მესამე საერთაშორისო ტურნირია, რომელსაც ECLIPSE POKER CLUB ატარებს.ECLIPSE ENTERTAINMENT ჯგუფი, ბათუმში უკვე მესამედ უმასპინძლებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ტურნირს: ევრო-აზიურ პოკერის ტურს, რომელიც ქალაქისა და რეგიონისთვის გარდამტეხი მოვლენა შეიძლება გახდეს. პირი იქით მიქნია და იმედია, ასეც იქნება.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსგავსი მაღალი დონის პოკერის ტურნირები საქართველოსთვის უპრეცედენტოა და მათ შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ.საუბარია არა მხოლოდ ცალკეულ ღონისძიებაზე, არამედ სტრატეგიულ პროექტზე, რომელიც ბათუმისთვის ეკონომიკის, ტურიზმისა და საერთაშორისო პოზიციონირების ახალ ჰორიზონტს ხსნის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაღალბიუჯეტიანი ვიზიტორების კატეგორიას — სწორედ ასეთი სტუმრები ხდებიან პრემიუმ სეგმენტის (სასტუმროები, რესტორნები, გართობისა და დასვენების სერვისები) ძირითადი მომხმარებლები. მათი ყოფნა დამატებით მოთხოვნას ქმნის მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, რაც ასტიმულირებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და ამაღლებს მომსახურების სტანდარტებს.

Aliud Unitas Georgia LTD. Copyright 2025. All rights reserved.