25 September 2025
ბათუმი კიდევ ერთი მასშტაბური საერთაშორისო პოკერის ტურნირის მასპინძლობისთვის ემზადება, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება არა მხოლოდ სპორტულ, არამედ რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ ცხოვრებაშიც.
ECLIPSE ENTERTAINMENT ჯგუფი 2025 წლის 30 სექტემბრიდან - 08 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმში EAPT Batumi 2025-ს უმასპინძლებს – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო პოკერის ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 800 ათასი დოლარი იქნება.
ეს რიგით მესამე საერთაშორისო ტურნირია, რომელსაც ECLIPSE POKER CLUB ატარებს.
მსგავსი მაღალი დონის პოკერის ტურნირები უპრეცედენტოა საქართველოსთვის და მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებაში.
ტურისტული ეფექტი
ტურნირის ჩატარება ქალაქს მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვის ახალ შესაძლებლობას უქმნის არასეზონურ პერიოდში. ტურისტული ნაკადი ბათუმში, როგორც წესი, ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ მცირდება, თუმცა მასშტაბურ ღონისძიებას შეუძლია ქალაქის ჩვეული რიტმი შეცვალოს. სასტუმროები, რესტორნები და მომსახურების სფეროში ჩართული კომპანიები მომხმარებელთა დამატებით ნაკადს მიიღებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, შეინარჩუნონ მაღალი საქმიანი აქტივობა პიკური თვეების შემდგომაც.
უშუალო ეკონომიკური ეფექტის გარდა, ტურნირი ბათუმის გლობალურ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მედიაგაშუქება და უცხოელი სტუმრების ჩამოსვლა ევროპიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ქალაქის, როგორც სპორტული და გასართობი ტურიზმის ცენტრის, იმიჯს გაამყარებს.
ეკონომიკური და ფისკალური სარგებელი
მოსალოდნელია, რომ ტურნირი მნიშვნელოვნად გაზრდის საქმიან აქტივობას რეგიონში. ტურისტების რაოდენობის ზრდა უშუალო გავლენას მოახდენს საგადასახადო შემოსავლებზე. გარდა ამისა, სტუმრების ნაკადი დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, განსაკუთრებით მომსახურების, ლოგისტიკისა და სტუმარმასპინძლობის სფეროებში.
ექსპერტების პროგნოზით, ტურნირების ეფექტმა შესაძლოა მოკლევადიან სარგებელს გადააჭარბოს, რაც საფუძველს შექმნის რეგიონის გრძელვადიანი განვითარებისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ინვესტიციების სტიმულირებისთვის.
საერთაშორისო პოზიციონირება
ბათუმისთვის პოკერის საერთაშორისო ტურნირების ჩატარება ახალ, ბრენდინგულ დონეზე გასვლის შანსია. მსგავსი ღონისძიებები ქალაქებს მსოფლიო რუკაზე ცნობად ადგილებად აქცევს. მაგალითად, მონტე-კარლოს და მაკაოს რეპუტაცია დიდწილად სწორედ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების დამსახურებაა.
საერთაშორისო პოკერის ტურნირების წყალობით, ბათუმს შეუძლია გაიმყაროს იმიჯი თანამედროვე, დინამიკურად განვითარებადი ქალაქისა, რომელიც მზად არის მსოფლიო დონის ღონისძიებების მისაღებად. ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი არგუმენტი გახდება მომავალში ახალი საერთაშორისო მოვლენების მოსაზიდად. იგულისხმება სპორტული ტურნირები კულტურული და გასრთობი ღონისძიებები, ბიზნესფორუმები და ა.შ.
ამრიგად, ECLIPSE ENTERTAINMENT ჯგუფის მიერ ბათუმში დაგეგმილი პოკერის საერთაშორისო ტურნირი სცილდება უბრალო ღონისძიების ფარგლებს. ეს არის სტრატეგიული პროექტი, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოაქვს რეგიონის ეკონომიკის, ტურიზმისა და საერთაშორისო იმიჯისთვის. ამ მიმართებით ბათუმი ახალი „სავიზიტო ბარათი“ გახდება შავი ზღვის რეგიონისთვის მსოფლიო ასპარეზზე.
ასე რომ, პოკერის საერთაშორისო ტურნირებს ჩატარებას გააჩნია მნიშვნელოვანი მულტიპლიკაციური ეფექტი, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ, ტურისტულ და იმიჯურ შესაძლებლობებს. მაქსიმალური სარგებლობის მისაღებად მიზანშეწონილია:
• საგადასახადო რეჟიმის გადახედვა საპრიზო ფონდთან მიმართებით;
• სატრანსპორტო და სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარება საერთაშორისო სტუმრების გაზრდილი ნაკადის გათვალისწინებით;
• ბათუმისთვის რეგულარული საერთაშორისო ტურნირების ცენტრის სტატუსის განმტკიცება და მისი ინტეგრაცია სახელმწიფოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში.
საერთაშორისო პოკერის ტურნირების ჩატარება წარმოადგენს ბათუმისა და აჭარის განვითარების სტრატეგიულ ინსტრუმენტს. ეს ხელს უწყობს ტურიზმის დივერსიფიკაციას, ეკონომიკის სტიმულირებას, საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებას და ინვესტიციების მოზიდვას.